გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, რომელიც ტრანსფერების შესახებ უტყუარი ინფორმაციით გამოირჩევა, განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ინგლისური "ლესტერი" დაწინაურდა. ის ასევე წერს, რომ ფეხბურთელის მენეჯერი, ლევან სეთურიძე "სტემფორდ ბრიჯზე" იმფოფებოდა, სადაც "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩს დაესწრო.
რომანო ასევე წერს, რომ მამარდაშვილისთვის არაერთი ლონდონური კლუბი იბრძვის. აქამდე მისი შეძენის მთავარ კანდიდატად „ტოტენჰემი“ ითვლებოდა, თუმცა გუშინ ვითარება შეიცვალა და ამ სატრანსფერო რბოლაში მელიები დაწინაურდნენ.
"ვალენსიას" ქართველ მეკარეს ბოლო დროს არაერთ ინგლისურ და ესპანურ კლუბს უკავშირებენ. რაც შეეხება "ლესტერს", ერთ დროს პრემიერლიგის გამარჯვებული გუნდი დღეს არასახარბიელო სატურნირო ვითარებაშია, კასპერ შმეიხელის წასვლის შემდეგ კი შესაბამისი კვალიფიკაციის კიპერით არ გაძლიერებულა.