ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.
”მოვახდინე ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის სანქცირება მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რითაც მათ აშშ-ში შესვლის უფლება ჩამოერთვათ-წერს ენტონი ბლინკენი.
ამავე საკითხზე ტვიტერში დაწერა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა. ჯიმ რიში წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა უნდა დაიწყოს