ჩინეთის მხრიდან გაფრთხილებების მიუხედავად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ტაივანის ლიდერ ცაი ინ-ვენს შეხვდა. ცაიმ აშშ-ის კონგრესს ტაივანის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია განსაკუთრებითმნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ტაივანის დემოკრატია საფრთხის წინაშეა.
თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ ტაივანისა და ამერიკის ხალხებს შორის მეგობრობას თავისუფალი მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
1979 წლის შემდეგ მაკარტი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ტაივანის ლიდერს აშშ-ის ტერიტორიაზე შეხვდა.