უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს მოუწოდებს გამოიჩინოს ლიდერობა საჰაერო კოალიციაში და უკრაინას თანამედროვე F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაში დაეხმაროს. მისი თქმით, იმისათვის რომ უკრაინამ ძლიერი კონტრშეტევა დაიწყოს, თანამედროვე საბძოლო შეირაღება და აღჭურვილობა სჭირდება.
ზელენსკის თქმით, პოლონეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.