სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მსჯავრდებულ პრეზიდენტს მძიმე სარკოპენია, კუნთების განლევა და წონის მკვეთრი კლება ახასიათებს. ასევე არსებობს საშიშროება, რომ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ექიმების შეფასებით, მდგომარეობის გაუმჯობესების ერთდერთი შანსი მსჯავრდებული პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებაა, რადგან კლინიკა ვივა-მედის პერსონალმა პაციენტან ურთიერთობის რესურსი ამოწურა.