თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე კომპანია "ელ ემ სის" ექსპერტები გამოიკითხნენ. ისინი შადრევნის პროექტის შექმნაში იყვნენ ჩართული. სამივე მათგანის ამტკიცებს, რომ პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები მათი გვერდის ავლით მომზადდა და პროექტზე მათი ხელმოწერები გაყალბებულია. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ეს ცვლილებები უსაფრთხოების საკითხებს არ შეხებია.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 9 პირი არის ბრალდებული. შემდეგი სასამართლო სხდომა დღეს უნდა გაიმართოს.