საფრანგეთის პირველი პირი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფებიან. ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთს სამ დღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდებიან. საუბრის მთავარი თემა, არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებული საკითხებია. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ჩინეთს, რუსეთთან მისი ახლო ურთიერთობის გამო, უკრაინაში მიმდინარე ომში, შეუძლია დიდი როლი ითამაშოს. მისივე თქმით, ჩინეთთან დიალოგის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენაა. ლიდერები ვიზიტის განმავლობაში, შეხვედრას ჩინეთის პრემიერ-მინისტრთანაც გამართავენ.