ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს. მათი განმარტებით, ექსპრეზირენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზირება. ამ განცხადებას ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები. ადვოკატთა განმარტებით, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თემის გარშემო ყველანაირი განცხადების გაკეთება უნდა შეწყდეს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ როდის მიმართავენ ადვოკატები სტრასბურგს. უცნობია თავად ყოფილი პრეზიდენტის პოზიციაც.