ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს. ევროპელი პარტნიორები აცხადებენ რომ ევროპული ინტეგრაციის გზა სწორედ მტრობის დაძლევაზე გადის. ევროპული სტრუქტურის მიერ ბრიუსელიდან გამოგზავნილი შეფასება განსხვავებულად წაიკითხეს პოლიტიკურმა პარტიებმა. ოპოზიცია ისევ მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე, ოცნების გუნდი კი ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მცდელობაზე საუბრობს. რა წერია დოკუმენტში და როგორ ფასდება ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მხრიდან 12-ი რეკომენდაციის შესრულების ტემპი.