თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმას ითხოვს. ერდოღანის თქმით, ცხოვრების წესი, რომელშიც კაცობრიობის ბედი ხუთი სახელმწიფოს ხელშია არასტაბილურია დაგაეროს უშიშროების საბჭოს რეფრმა სასწრაფოდაა საჭირო. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთ მუდმივ წევრ ქვეყანას რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ბევრად მეტი გავლენა გააჩნია ვიდრე საბჭოს დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს აქვთ.