თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსული, მათ შორის, არც რუსული ნომრით მოძრავი ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებზე და მითითება მხოლოდ რუსული ნომრით მოძრავი მანქანების არდაჯარიმებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მისივე თქმით, თბილისის მერია საკითხის მოსაწესრიგებლად მუშაობს.