ზაფხულის ტურისტული სეზონი ახლოვდება. უკვე არსებული ჯავშნების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო წელს საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან, ბევრ ტურისტს ელოდება. ვიზიტორებს კი, შესაბამისი დახვედრა სჭირდებათ, მით უფრო, როცა ქვეყანას, განსაკუთრებული აქცენტი, მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე აქვს გაკეთებული. სასტუმროების და რესტორნების გარეშე კი, სტუმრების დახვედრა, შეუძლებელია. ნებისმიერ რესტორანში, რომლის მენეჯმენტიც საკუთარი დაწესებულების იმიჯზე ზრუნავს, ცდილობენ სტუმრებს გემრიელი კერძები და სასიამოვნო გარემო შესთავაზონ. თუმცა, ის რესტორნები, რომლებიც უნიკალური კერძებით, დიზაინითა თუ ადგილმდებარეობით არიან გამორჩეული, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
როგორია დღეს არსებული ვითარება რესტორნებში, რა გამოწვევები აქვთ, აქვთ თუ არა მზაობა ზაფხულის სეზონზე ტურისტებს უმასპინძლონ და როგორია მათი გეგმები - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე