2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. ახალი ცვლილებები საშუალებას იძლევა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქაოტური მშენებლობები დარეგულირდეს.
ამასთან, კაონნპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას და გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი მდგომარეობა.
კანონის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საუბრობს.