სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია”ერთადერთი კლინიკაა როგორც საქართველოში, ასევე, ამიერკავკასიაში, სადაც ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილისა და კვანძების დეტალური შეფასებისთვის პიურ-ტომოგრაფიული 3D ულტრაბგერითი კვლევა დაინერგა და უკვე გამოიყენება.
31 მარტს, სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“, პარტნიორობის ფარგლებში, სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი ავსტრიული კომპანია „პიურ იმიჯინგ”-ის წარმომადგენელი ენრიკე ბარბოსა დი კავალიო ეწვია. ვიზიტი ურთიერთთანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა და მოიცავდა სწორედ ამ ახალი, ბოლო თაობის ავსტრიული წარმოების ტომოგრაფიული ულტრაბგერითი მოწყობილობის - პიურ აპლიკაციის - მონტაჟსა და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგს.
რას წარმოადგენს უახლესი თაობი კვლევა? - ეს არის მაღალი გარჩევადობის ულტრაბგერითი მოცულობის ჩაწერის სისტემა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილისა და კვანძების დეტალური შეფასების საშუალებას იძლევა. აღნიშნული მეთოდი სტანდარტულ 2D კვლევასთან შედარებით ნაკლებ დროს - სულ რაღაც 10 წუთს საჭიროებს. არაინვაზიურია და მაღალინფორმატიული. კვლევას არ სჭირდება პაციენტის სპეციალურად წინასწარ მომზადება და არ გააჩნია გართულებები.
მისი გამოყენებით შესაძლებელია უფრო მიზნობრივად შეირჩეს სადიაგნოსტიკო კვანძოვანი წარმონაქმნები და არ მოხდეს მათი დამატებით შესწავლა, ისეთი ინვაზიური მეთოდის გამოყენებით როგორიცაა, ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება დამატებითი კვლევა - მაგალითად ციტოლოგია , ან გაიცემა ქირურგიული ჩარევის რეკომენდაცია, ასეთ დროს, ცალკეული სამედიცინო შემთხვევა განიხილება საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და ნებისმიერი სამოქმედო რეკომენდაცია რამდენიმე ექსპერტისა და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივ რჩევას ეფუძნება.