ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლები სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და რაჭის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი გრძელდება. განთავსდება სადგურები, ჩატარდება წერტილოვანი წამლობები, მონიტორინგის შედეგების შემდეგ კი თერმული ნისლით წამლობა დაიგეგმება.