ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ამ კვირის ეპიზოდში დუეტით წარსდგა, მისი მეწყვილე ქალი კარინა დე ანჯელო იყო. სამწუხაროდ, ქართველი შემსრულებლის მეწყვილე სიმღერის დროს პანიკამ მოიცვა, რაც გამოსვლაშიც შეეტყო და ჟიურის ეს ფაქტი არ გამორჩა. წყვილის ვიდეო პროექტმა ასე დაასათაურა: "მათ დუეტთან ერთად რაღაც დრამა ჰქონდათ!"
ბუზალაძე წარუმატებელ დუეტს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ფაქტმა გააბრაზა და ამ ყველაფერს გაუგებრობა უწოდა:
ნუცა ბუზალაძე:
- ყველაზე დიდი გამოცდა ჩემს ცხოვრებაში! ამ ვიდეომ ცრემლები მომიტანა და არა სიხარულის ცრემლები. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როცა გამარჯვებას არ ვზეიმობ, სამაგიეროდ, ვგრძნობ, რომ სწორად ავხსნა საკუთარი თავი.
დასაწყისისთვის, კონკურსის წესია ყველა რეპეტიციაზე დროულად დასწრება - არცერთ მონაწილეს არ აქვს უფლება, გამოტოვოს ის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ არასდროს მეზარება შესრულება, თუნდაც ბევრჯერ ვივარჯიშო - რადგან შესრულება ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ყველაზე დიდი გატაცება ცხოვრებაში!
გულწრფელად გითხრათ, ამ გამოსვლის შემდეგ ფსიქიკურად განადგურებული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობდი, სიძლიერე შემენარჩუნებინა. ალბათ ყველამ შეამჩნიეთ, როგორ ვნერვიულობდი. მეგონა, უკვე გავიდა, მაგრამ ვიდეომ დამიბრუნა ის მოგონებები და სევდის განცდა... და ძნელია გაუმკლავდე, მაგრამ რადგან ეს კონკურსია - არა კონცერტი, არამედ კონკურსია, ვცდილობ ვიყო ძლიერი, თორემ გამიჭირდება წავიდე უფრო შორს - ეს არის ცხოვრება...
მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ლოს-ანჯელესში ჩასასვლელად 17 საათი ვიფრინე, გადაღებამდე სულ რაღაც 1 დღით ადრე. როგორც დაგეგმილი იყო, ყოველდღე ჩვენი გადაღებები დილის 7 საათზე იწყებოდა და ხან 3-4 საათამდე გრძელდებოდა. ოფიციალური რეპეტიციების შემდეგ არ ვიცოდი, რომ დამატებითი ვოკალური რეპეტიციები გვქონდა, ალბათ გამომრჩა ეს ინფორმაცია, ჩემთვის არის ეს ცუდი...წაიკითხეთ სტატია სრულად