ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე სამი სარაკეტო, 47 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 42 დარტყმა განახორციელა. ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა თავდასხმისათვის, ირანული შაჰედის ტიპის 17 დრონი გამოიყენა, რომელთაგანაც გენშტაბის ცნობით 14 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო.
ოკუპანტი ქვეყნის ძალების ძრითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და მარინკას მიმართულებით შეტევების განხორციელებაზეა მიმართული.
გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, რუსული ძალების საჰაერო და სარაკეტო დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. გენშტაბის განცხადებით, გრძელდება რუსული ძალების დანაკარგებიც. მათი ცნობით, უკრაინული თავდაცვის ძალები შეტევებს, მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე წარმატებით ახორციელებს.