ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას ორი ახალი წევრი შეუერთდა. გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა წარადგინეს. მათი ინფორმაციით, ზაზა გოგავა ადგილს პარტიის სამდივნოში დაიკავებს, მამუკა ყურაშვილი კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციაში. პარტიის ლიდერების განცხადებით, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ახალი წევრების ცოდნა და გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.