ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, უარი თქვას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე. ისინი გმობენ საქართველოში მზარდ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე. თანამომხსენებლები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია