საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეებმა რატი ანდრონიკაშვილმა და თად მაკფადენმა ესპანური მურსიას შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში უნიკახასთან ითამაშეს და სტუმრად, 67:83 დამარცხდნენ. ორივე მათგანმა 9-9 ქულის მოგროვება შეძლო.
თად მაკფადენმა პარკეტზე ჯამში 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულის 2 მოხსნისა და 1 პასის გაკეთება შეძლო, თადმა 7 დან ერთი სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო ზუსტად, ხოლო 1 ორ ქულიანი ააცილა. რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილს, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელის ანგარიშზე 15 წუთში, 9 ქულა, 3 მოხსნა 2 ჩაწრა და ერთი ჩაჭრა იყო. რატიმ 3 დან 2 ორქულიანი, 2 დან ერთი სამქულიანი და 2 დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრას მურსია 12 აპრილს გამართავს და სერიაში ანგარიშის გასათანაბრებლად გამარჯვება ჭირდება. ქართველების გუნდი კი მანამდე ესპანეთის ჩემპიონატში 8 აპრილს ობრადოიროს წინააღმდეგ ითამაშებს.