საქართველოს ნაკრების 20 წლის მორაგბემ დავით ნინიაშვილმა ჩელენჯ ქაფის 1/8 ფინალში სტად ფრანსესთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, კოჭის დაზიანება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
როგორც შემდეგ გაირკვა დავითს ტრავმის გამო დაახლოებით 6 კვირა გაუცდება და ის გამოტოვებს Top 14 ის რეგულარული სეზონის დარჩენილ თამაშებს. თუ ლიონი მოახერხებს და გავა ოლეი ოფში, მაშინ ის თავის გუნდს სრულფასოვნად დაეხმარება. ნინიაშვილს ბორჯღალოსნებთან ერთად სექტემბერში მსოფლიო თასი ელის, ამიტომ საქართველოს ნაკრებისთვის მისი ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია.
მიმდინარე სეზონში უკანახაზელს 12 შეხვედრაში 7 ლელო მოუგროვდა და ის არაერთხელ დაასახელეს სიმბოლურ გუნდში. რაც შეეხება მის ლიონს, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მორაგბე ბექა საღინაძე გამოდის, 21 ტურის შემდეგ 55 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.