ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უწყებების წარმამადგენლებისგან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გარდა ინფორმაცია უკრაინის დამცველების საჭიროებების შესახებ მიიღო.
ზელენსკიმ მებრძოლებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის გატეხვას ვერავინ შეძლებს. მანვე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ მიღებული ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც დაანონსა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა და უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებებზე გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის მუშაობის გაფართოება.