ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლოში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პროცესი გაიმართა. ტრამპს ნიუ-იორკის სასამართლოში ბრალი 34 პუნქტით წაუყენეს. პროკურატურის თქმით, ის უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად, რისი ნაწილიც ასევე პორნოვარსკვლავის სტორმი დენიელსისთვის გადახდილი 130 ათასი დოლარი იყო.
ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა ბრალდების 34 პუნქტზევე თავი უდანაშაულოდ ცნო. ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი რამდენიმე საათში დატოვა.
ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე მომდევნო პროცესი 4 დეკემბერსაა ჩანიშნული.