მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. როგორც “ქართული ოცნების” ოპონენტები ამბობენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შემაშფოთებელია, რასაც დასკვნაც ადასტურებს. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დროულად არ გადადგამს, ფატალურ შედეგი დადგება.