აშშ-ის შეირაღებულმა ძალებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხალიდ აიდ აჰმედ ალ ჯაბური მოკლეს. შეირაღებული ძალების ინფორმაციით, ალ ჯაბური ლიკვიდირებულია, ის სირიაში, საჰაერო დარტყმით მოკლეს. მედიის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის მკვლელობისას მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. შტატების თავდაცვის უწყება დარწმუნებულია, რომ ალ ჯაბურის ლიკვიდაცია ისლამურ სახელმწიფოს დროებით შეუზღუდავს შესაძლებლობას, დაგეგმოს და განახორციელოს თავდასხმები.