დღეიდან ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა. ფინეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის რიგით 31-ე წევრი სახელმწიფოა, რომელმაც ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთ-უკრიანის ომის დაწყების შემდეგ გააკეთა. ბეიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს ფინეთის დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია გაიმართა, შემდეგ კი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრისას სიტყვით გამოვიდნენ ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ლიდერებმა ალიანსში ფინეთის გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.