ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ, დაიწყება თუ არა გამოძიება ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტია აცხადებს რომ, დავით კეზერაშვილის განცხადებები იძლევა საფუძველს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები საკითხით დაინტერესდნენ. თავად ოპოზიცია ამბობს რომ დავით კეზერაშვილი მათ პარტიებს არ აფინანსებს და მმართველ პარტიას მათი დეკლარაციების შემოწმება შეუძლია. ქართული ოცნება დავით კეზერაშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგაქრია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.