სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოქვეყნა. ექიმების ჯგუფის განმარტებით, წინა ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულია. მიხეილ სააკაშვილმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი და მას სისუსტის გამო გადაადგილება უჭირს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია და სხვა მნიშვნელოვანი გართულებები აღენიშნება. კიდევ რა წერია სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.