ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„ბოლო ნაბიჯები ნატო-ში გაწევრიანებამდე“, - წერს ფინეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე და საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის ფოტოს აქვეყნებს.
დღეიდან ფინეთი ნატო-ს 31-ე წევრი ქვეყანაა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გაცხადებული მიზანი ჰქონდა - მიეღო ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, მაგრამ საპირისპირო მიიღო “.