ცოტა ხნის წინ მაყურებელმა John Wick 4 იხილა, რომელშიც მთავარ როლს კიანუ რივზი თამაშობს. The Wall Street Journal კიანუ რივზის პერსონაჟით დაინტერესდა და ფილმში მისი დიალოგებიდან სიტყვების რაოდენობა დათვალა. როგორც The Wall Street Journal-ის სტატიაში ვკითხულობთ, კიანუ რივზი ფილმში მხოლოდ 380 სიტყვას ამბობს და მისი დიალოგების მესამედი მხოლოდ ერთი სიტყვისგან შედგება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ John Wick-ის მეოთხე ნაწილი 3 საათს გრძელდება და ამის მიუხედავად, კიანუ მხოლოდ 380 სიტყვას ამბობს. "ფილმის პირველი ნაწილი 101 წუთს გრძელდებოდა და კიანუმ 484 სიტყვა თქვა, მეოთხე ფილმის ხანგრძლივობა კი 169 წუთია და კიანუ მხოლოდ 380 სიტყვას ამბობს", — ვკითხულობთ Wall Street Journal-ის სტატიაში.
როგორც ცნობილია, კიანუ რივზმა და ფილმის რეჟისორმა, ჩად სტაჰელსკიმ, ერთად გადაწყვიტეს, კიანუს პერსონაჟისთვის დაწერილი დიალოგები შეემცირებინათ. ფილმში კიანუ რამდენიმე გრძელ წინადადებას ამბობს, დანარჩენი დიალოგები კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ამოიწურება.
შეგახსენებთ, რომ კიანუ რივზმა, და რეჟისორმა ჩად სტაჰელსკიმ გადაწყვიტეს, John Wick 4 ლანს რედიკის ხსოვნისთვის მიეძღვნათ. ლანს რედიკი 17 მარტს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი John Wick-ის პირველივე ფილმში მონაწილეობდა და მეოთხე ნაწილშიც გეგმავდა დაბრუნებას. მის გარდაცვალებამდე ჩად სტაჰელსკიმ განაცხადა, რომ ძალიან უხაროდა კვლავ მასთან ერთად მუშაობა.