კამერონ დიასმა კინოსამყარო 2018 წელს დატოვა. მთავარი მოტივი შვილის დაბადება იყო. მსახიობს სურდა, უფრო მეტი დრო ოჯახთან ერთად გაეტარებინა და შვილის აღზრდის პროცესში მთლიანად ჩართულიყო. თუმცა, დიასი ახლახან კვლავ დაუბრუნდა პროფესიას და ფილმში სახელწოდებით "ისევ საქმეში" იღებს მონაწილეობას.
გადაღებებისთვის 50 წლის მსახიობს დიდ ბრიტანეთში გაფრენა მოუწია. მივლინება კამერონისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. დიასის მეგობარი აღნიშნავს, რომ მსახიობი პროექტში მისი მეგობრის და ფილმის რეჟისორის ჯეიმი ფოქსის გამო რჩება და მან იმდენი დასამახსოვრებელი როლი შექმნა, რომ დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. მისივე განმარტებით, კამერონი შვილთან და მეუღლესთან განშორებას გადაეჩვია და ეს პროცესი აღარ მოსწონს.
"კამერონი საკუთარ შვილთან, რედიქსთან განშორებას ვერ იტანს. ბენჯი ყველაფერში მხარს უჭერს, მაგრამ გადაღებების დროს ოჯახის ნახვა მაინც სურს." - განაცხადა დიასის მეგობარმა. მისივე თქმით, მსახიობი ჰოლივუდში დაბრუნების გადაწყვეტილებას ცოტას ნანობს და უნდა, ოჯახთან ერთად უფრო მეტი დრო გაატაროს.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავს სამსახიობო კარიერის გარდა, ღვინის წარმოების საკუთარი ბიზნესი აქვს. პანდემიის დროს მსახიობმა მეგობარ კეტრინ პაუერთან ერთად ბრენდი Avaline შექმნა, რომელიც ორგანულ მშრალ ღვინოს აწარმოებს. სამი წლის შემდეგ კომპანია ძალიან გაიზარდა და მნიშვნელოვანი მოგებაც მოუტანა.
როგორც ცნობილია, დიასს შესანიშნავი კულინარიული შესაძლებლობები აქვს და ოჯახისთვის საყვარელი სადილებისა თუ ტკბილეულის მომზადება განსაკუთრებით უყვარს.