დევა კასელი ამჯერად ცნობილი ბრენდის „დოლჩე და გაბანას“ ახალი სუნამოს რეკლამაში გამოჩნდა. ტყავის ქურთუკსა და ბათინკებში გამოწყობილი 18 წლის მოდელი მილანის ქუჩებში ცეკვავს და სამყაროს ახალი პარფიუმის შესახებ უყვება, რომლის სახელწოდებაა Dolce Violet. ეს პარფიუმერიული ხაზი ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეშვა და უკვე მოესწრო რამდენიმე არომატის გამოშვება.
სუნამოს აქვს იასამნისფერი შეფუთვა და მასზე პარფიუმერმა ემილი კოპერმანმა იმუშავა.
ახალი კლიპის ავტორი რეჟისორი სტივენ ბრამსია, კლიპის სლოგანი გახლავთ „ოპტიმიზმი, ბედნიერება და თავისუფლება“.
დევა დიდი ხანია Dolce & Gabbana-ს ბრენდის ელჩია. წარსულში ის გახდა Dolce Lily-ის სუნამოს სახე და ასევე ხშირად გამოდის ბრენდის ჩვენებებზე. მის მხარდასაჭერად მშობლები , მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი ხშირად ესწრებიან მათი გოგონას მნიშვნელოვან მომენტებს . ისინი ძალიან ამაყობენ დევას წარმატებებით. ვენსან კასელმა სარეკლამო ვიდეორგოლში დატოვა კომენტარი: " დევა მიყვარხარ, ჩემო სიყვარულო!“