ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი იმართება. ქართული მხარე აქცენტს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე აკეთებს. საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებებსაც შეეხება, რაც უარყოფითად აისახება ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარებაზე.