ფინური ტრანსნაციონალური კომპანია Nokia 2023 წლის ბოლომდე მთვარეზე მობილური ქსელის 4G ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ CNBC კომპანიის პრეზიდენტზე, პეკა ლუნდმარკზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, ქსელის მუშაობისთვის საჭირო ტექნიკას დედამიწის თანამგზავრზე უახლოეს თვეებში SpaceX-ის ხომალდი ჩაიტანს. 4G-ს სადგურების განთავსებას შეკლტონის კრატერში გეგმავენ, რომელიც მთვარის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.
4G-ს NASA-ს მისიის Artemis-1-ის ფარგლებში გამოიყენებენ, რომლის მიზნებიც მთვარეზე ადამიანის დაბრუნება და ყინულის მოძიებაა. 4G კი ასტრონავტებს უფრო სანდო კავშირით უზრუნველყოფს, ვიდრე რადიოსიგნალები.