4 აპრილს ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გათამაშება იწყება. ტურნირი, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის ტარდება, წელს მეხუთედ გაიმართება.
ტურნირის გახსნის ცერემონია 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო პირველი შეხვედრა „დინამო თბილისსა“ და იტალიურ „მონცას“ შორის 16:00 საათზე დაიწყება.
მოახლოებულ ტურნირზე, „დინამო თბილისის“ გარდა, 4 ქვეყნის 5 გუნდი იასპარეზებს – იტალიური „ჯენოასა“ და „მონცას“ აკადემიები, ასევე ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქშეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“.
თითო ჯგუფში 3-3 გუნდი განაწილდა. მატჩები „დინამოს“ აკადემიის მოედანზე ჩატარდება. ვიტალი დარასელიას თასი ბოლოს 2019 წელს გათამაშდა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში დინამოელებმა ემპოლი 1-0 დაამარცხეს.