საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს, 4-დან, 9 აპრილის ჩათვლით სან მარინოს კომუნა - აკვავივა უმასპინძლებს.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, სან მარინოში - მონტენეგროს, სლოვენიას და მასპინძელი ქვეყნის 16-წლამდე ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის გაზაფხულზე, უეფას 16-წლამდე გუნდების განვითარების თასს საქართველომ უმასპინძლა, რომელიც გიორგი ხიზანიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართ 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
გიორგი ჩიტაურის გუნდში, ფეხბურთელები რამდენიმე ქვეყნიდან მოხვდნენ, ლეგიონერები „ბორნმუთიდან“, „მონაკოდან“ და „ტიროლიდან“ ითამაშებენ საქართველოს 16 წლამდე ნაკრებში.