კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში ნიქოზიის აპოელმა, სადაც საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, ლარნაკას აეკ-თან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა.
აპეოლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდს უკაპიტნა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც აეკ-ის კარში დუბლის შესრულება შეძლო და თავის გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა. ქვილითაიამ პირველი გოლი მე-13 წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მეორე გოლი კი 37-ე წუთზე, რითაც სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ნიქოზიელებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და 88-ე წუთზე აეკ-მა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩში კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, ლაშა დვალი მოედანზე 91-ე წუთზე გამოჩნდა, ბუბა დაუშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ნიქოზიის აპოელმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, ქართველების გუნდი 29 ტურის შემდეგ 62 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ არისს 2 ქულით უსწრებს. აპოელი შემდეგ შეხვედრას 10 აპრილს აპოლონის წინააღმდეგ გამართავს.