სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს აფასებენ და ერთხმად ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებული შეფასებები სამარცხვინოა.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართული ოცნება" სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე საზოგადოებაში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის პიროვნების დემონიზებას ახდენს.
ოპოზიციის წევრები აქციაზე დაკავებული პირის უფლებების დაცვისთვის მზაობას გამოთქვამენ.