უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდება და თუ რუსული ჯარები მას არ დატოვებენ, განადგურდებიან. ამასთან, პრეზიდენტმა არ დააზუსტა, როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ტერიტორიის დეოკუპაციისთვის ემზადებიან.