საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე სეიმის თავმჯდომარესთან. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას. რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ოფიციალურ შეხვედრაზე.