ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იშვიათი დაავადებების საბჭომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, ოქსზოგო პრეპარატის შესყიდვაზე სამინისტროს დადებითი რეკომენდაცია არ მისცა. მისივე თქმით, საბჭო თვლის, რომ მედიკამენტი არის ექსპერიმენტული, ის დაკავშირებულია სხვადასხვა გვერდით მოვლენებთან და არცერთ სხვა ქვეყანას სახელმწიფო დაფინანსებით აღნიშნული მედიკამენტის შეძენა დაწყებული არ აქვს.