ყოფილი თავდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება მმართველი პარტიისთვის დასტურია იმისა რომ დავით კეზერაშვილი ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებს. ქართული ოცნება ამბობს რომ ისინი ამაზე დიდიხანია საუბრობენ და ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ამ საკითხე ექს თავდაცვის მინისტრს აღიარება ჰქონდა. მმართველი პარტია კეზერაშვილის განცხადებების შემდეგ აცხადებს რომ პოლიტიკური კორუფციის ნიშნები იკვეთება. თავად ხელისუფლების ოპონენტები კი კეზერაშვილის მხრიან მათი პარტიების დაფინანსებას უარყოფენ, მმართველ პარტიას კი შემოსავლების სამსახურში, მათი დეკლარაციების გადამოწმებისკენ მოუწოდებენ.