პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, სამართალდამცველები დაკავების დროს აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ. როგორც ადვოკატმა გრიგორიადისის გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ აღნიშნა, დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. ლაზარე გრიგორიადისის პროცესის გარშემო შეფასებები გაკეთდა როგორც მმართცელი პარტიის ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან.