"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, ჟურნალისტი - რიკარდ ჟოზვიაკი ვარაუდობს, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჟოზვიაკი აღნიშნავს, რომ ევროკომისია შუალედურ მოხსენებას მაისში, საბოლო გადაწყვეტილებას კი ოქტომბერში გამოაცხადებს.ის ვარაუდობს, რომ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მალე დაიწყება.