თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა მოწმეთა გამოკითხვით გრძელდება. როგორც პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დაიკითხებიან იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც შეადგინეს შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტი. ასევე მოწმეებთან კითხვები აქვს დაცვის მხარესაც.