სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საზოგადოებას საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში წარადგინა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი ყოფილმა ომბუდსმენმა, ნინი ლომჯარიამ თავის აპარატთან ერთად მოამზადა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანგარიშში ასევე ნახსენებია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, არაეფექტური გამოძიების შემთვევები, ნიკა გვარამიას საქმე და ქალთა მიმართ ძალადობა.