ჯანდაცვის კომიტეტზე, რომელსაც აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ესწრებიან, ხმაური იყო.
კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ მშობლებს სურდათ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსულიყვნენ.
მან კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეს მოუწოდა, საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეეტანა, რაზეც ლომინაძემ უთხრა, რომ განსახილველი საკითხები უკვე დამტკიცებული იყო. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მშობლებთან აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ გაისაუბრებენ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.