არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. მათი განცხადებით, მმართველმა პარტიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 წლის ახალგაზრდა პოლიტიკური დევნის ობიექტად გამოიყენეს. მათივე თქმით, ხელისუფლებას იმ მოქალაქეების დაშინება სურს, რომლებიც “აგენტების” კანონპროექტს რუსთაველის გამზირზე აპროტესტებდნენ.