კახეთში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ბებია ზრდიდა, მათთან ერთად ცხოვრობდა მათი 25 წლის ნათესავიც.
მომხდარი მას შემდეგ გაიგეს, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას აცნობა.
ისინი აცხადებენ, რომ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, საქმეში ჩართულები არიან ფსიქოლოგებიც. ოჯახი სწორედ ექსპერტიზის შედეგებს და გამოძიების დასრულებას ელოდება.
დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.