უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 5 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს.
ამ დროისათვის საომარი მოქმედებების ყველაზე ცხელ წერტილებად ლიმანი, ავდიივკა და ბახმუტი რჩება.
გენშტაბისვე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტი ქვეყნის 610 ჯარისკაცი მოკლეს და რუსების დანაკარგებმა 175 000-ს გადააჭარბა.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს 3 600 ტანკს, 7 000-მდე ჯავშანმანქას და 2700 ერთეულ საარტილერიო სისტემას.